მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიცით პუტინის შვილების შესახებ? - BusinessInsider-ის სტატია

624fca5a52014
მარიამ ადამია
09.04.22 00:12
1214

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მთელი მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეა ფოკუსირებული, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა მის პირად ცხოვრებაზე მედიასა და მსოფლიოს ბევრი არაფერი სცოდნოდა. უდიდესი ძალისხმევა ჩადო, რომ მისივე შვილები ყურადღების ცენტრში არ მოქცეულიყვნენ და მათ შესახებ არავის სცოდნოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ომის დაწყების მეხუთე კვირას, აშშ-მა პუტინის ორივე ქალიშვილს სანქციები დაუწესა. თუმცა არის საუბარი, რომ პუტინს კიდევ ერთი შვილი ჰყავს. 

რა ვიცით, პუტინის შვილების საიდუმლო ცხოვრების შესახებ?

BusinessInsider-ის ინფორმაციით, პუტინს პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი - მარია და კატერინა ჰაყავს. მარია ლენონგრადში 1985 წელს, ხოლო კატერინა გერმანიაში 1986 წელს დაიბადა. ოჯახი 1996 წელს მოსკოვში დაბრუნდა და შვილები გერმანულენოვან სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ მალევე ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, მათ სკოლის დატოვება და სწავლების სახლში გაგრძელება მოუწიათ.   მოგვიანებით, მარიამ სწავლა მოსკოვის სამედიცინო სკოლაში, ბიოლოგიის განხრით განაგრძო, ხოლო კატერინამ აზიის მეცნიერებათა კოლეჯი არჩია. ორივემ უნივერსიტეტი ყალბი პირადობის მოწმობით დაამთავრა.

მარია, ახლა 36 წლის, სამედიცინო მკვლევარია, რომელიც მოსკოვში ჰოლანდიელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შვილიც ჰყავთ. ეს ფაქტი კი, თავად პუტინმა კინორეჟისორ, ოლივერ სტოუნს 2017 წელს დაუდასტურა. რაც შეეხება მეორე შვილს, 35 წლის კატერინას, ის აკრობატული მოცეკვავეა და ასევე 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების სტარტაპ ინკუბატორს ხელმძღვანელობს. ვიცით, რომ დღეს ის მდიდრულად ცხოვრობს, თუმცა სიმდიდრე არც აქამდე აკლდა, როდესაც 2013 წელს, რუს მილიარდერ კირილ შამალოვს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მალევე 2018 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. განქორწინების საქმის ღირებულებამ კი 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გოგონების ოფიციალური ამჟამინდელი ფოტოები არ არსებობს, გვარებიც საკმაოდ მრავალფეროვანია, "პუტინა", "ტიხონოვა", "შამალოვი". 

მიუხედავად პუტინის მცდელობისა, დაეცვა შვილები მედიისგან და პოლიტიკისგან, რათა მათ ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრათ, მაინც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში, 2018 წლის დეკემბერში, კატერინას, როგორც ბიოტექნოლოგიის ექსპერტის დებიუტი შედგა. 2020 წლის ბოლოს კი, პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობა დაასრულა და კლინიკური შეფასების ეტაპი უნდა დაწყებულიყო, ეს საქმე კი მისი ქალიშვილებიდან ერთ-ერთს ჩააბარა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელს.  გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია პუტინის შესაძლო მესამე შვილთან დაკავშირებითაც, რომელიც რუს ტანვარჯიშესთან, ალინა კაბაევასთან ჰყავს. მაგრამ არც შვილი და არც თავად კაბაევასთან ურთიერთობა არ დადასტურებულა.