რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 106 498-მდე გაიზარდა. მხოლოდ დღეს ქვეყანაში 7 099 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რა შეეხება დაღუპულთა საერთო რიცხვს, მათი რაოდენობა ქვეყანაში 1073-ია. მათ შორის ბოლო 24 საათში დაიღუპა 101 ადამიანი.
რუსეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11 619-ია.
საინტერესოა ტესტირების რაოდენობაც, რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე ჩატარებულია 3 490 000 ანალიზი, რაც ერთ მილიონ მოსახლეზე 23 915-ს შეადგენს.
ზუსტად რამდენი მედიკოსია ინფიცირებული რუსეთში, უცნობია, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი ადგილი სწორედ კლინიკებია, რის გამოც დაახლოებით ოცი საავადმყოფო ჩაიკეტა და კარანტინი გამოცხადდა.
პარალელურად, რუსული დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალი ჩივის, რომ მათ ვირუსთან წინა ხაზზე უწევთ ბრძოლა ადეკვატური დამცავი საშუალებების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში იზოლაცია, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც „არასამუშაო პერიოდს“, 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა.
„ვითარება საკმაოდ რთულია. რესეთმა შეძლო ეპიდემიის გავრცელების შენელება, თუმცა, ჯერ პიკი არ გადაგვილახავს“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 12 მაისიდან ეტაპობრივად უნდა მოიხსნას შეზღუდვები.
თუმცა, ეპიდემიის ეპიცენტრში, კერძოდ მოსკოვში, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 13 მაისამდე შენარჩუნდება. Moscowtimes-ის ცნობით, მოსკოვში მცხოვრებ მოსახლეობას მაღაზიაში, აფთიაქში და 100 მეტრის რადიუსში გასასეირნებლად ნებართვის მიღება ესაჭიროებათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება