18.აგვისტო .2020 21:00

რა ვიყიდეთ და გავყიდეთ ბულგარეთში 2020 წლის პირველ ნახევარში - სტატისტიკა

views 439
უკან

2020 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის 209.0 მლნ დოლარით მე-8 ადგილზეა.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბრუნვა ბულგარეთთან მცირედით 0.6%-ით შემცირდა (2019 წლის იანვარ-ივნისი 210.1 მლნ დოლარი). აქედან, იმპორტი 24.1%-ით შემცირდა და 46.3 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 8.4%-ით გაიზარდა და 162.6 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE დაინტერესდა რა საქონელი გავყიდეთ და ვიყიდეთ ბულგარეთში 2020 წლის იანვარ-ივნისში და აღნიშნული მონაცემები საქსტატიდან გამოითხოვა.

ამ პერიოდში ძირითად საექსპორტო პროდუქტს სპილენძის და ასევე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები გასული წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე არ გასულა:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 128.1 მლნ დოლარი, ზრდა - 8.9%;
2. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 30.9 მლნ დოლარი;
3. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 785.4 ათასი დოლარი, კლება - 79.8%;
4. ბუქსირები და გემები, მიმწოლები - 663.2 ათასი დოლარი (წინა წელს ამ პერიოდში ეს პროდუქტი ექსპორტზე არ გასულა);
5. მსუბუქი ავტომობილები - 345.0 ათასი დოლარი, კლება - 55.2%;
6. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 287.7 ათასი დოლარი, ზრდა - 99.7%;
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 228.9 ათასი დოლარი;
8. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი (ლიტრი) – 223.9 ათასი დოლარი;
9. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 196.7 ათასი დოლარი;
10. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 110.0 ათასი დოლარი, კლება - 95.8%;
11. მინერალური და მტკნარი წყლები - 35.7 ათასი დოლარი, კლება - 38.3%;

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა იანვარ-ივნისში 675.5 ათაში დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, ბულგარეთიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის სტატისტიკა ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 16.8 მლნ დოლარი, კლება - 38.4%;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 8.7 მლნ დოლარი, ზრდა - 26.1%;
3. წნეხები, სამსხვრეველები და ანალოგიური მანქანები სასმელების წარმოებისათვის - 1.9 მლნ დოლარი, ზრდა - 47.8%;
4. საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 1.8 მლნ დოლარი, ზრდა - 8.9%;
5. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1.0 მლნ დოლარი, ზრდა - 3.4%;
6. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 905.6 ათასი დოლარი, კლება - 16.2%;
7. საშუალებები თმებისათვის - 879.9 ათასი დოლარი, ზრდა - 3.0%;
8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 807.9 ათასი დოლარი, ზრდა -52.4%;
9. პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 723.6 ათასი დოლარი, კლება - 6.9%;
10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 677.9 ათასი დოლარი, კლება - 5.0%;
11. ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი - 399.3 ათასი დოლარი, კლება - 55.2%;
12. რეზერვუარები, ცისტერნები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონიებისაგან, 300 ლიტრი და მეტი ტევადობის - 217.2 ათასი დოლარი, 89.9%;

დანარჩენი საქონელი 11.3 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა