მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ ჩინეთში 2020 წლის იანვარ-მაისში

5eef298e2f76b
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 14:30
1822
2020 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ჩინეთში 168 მლნ 431 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა. საქსტატის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო საქონელს სპილენძის მადნები, ძვირფასი ლითონების მადნები და ყურძნის ნატურალური ღვინოები წარმოადგენს. 


რაც შეეხება იმპორტის სტატისტიკას, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთიდან საქართველოში სულ 274  მლნ 735 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 348 მლნ 355 ათასი დოლარი იყო. წელს, იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს შორის ბრტყელი ნაგლინი და რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ლიდერობენ.