20.თებერვალი .2020 23:50

რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ ისრაელში - 2019 წელს ექსპორტის წილი იმპორტს აღემატებოდა

views 607
უკან

2019 წელს საქართველო - ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი იმპორტს აღემატებოდა.

BM.GE-ის საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 6.8%-ით შემცირდა და 27.9 მლნ დოლარი შეადგინა (2018 წელს - 30.0 მლნ დოლარი).

2019 წელს ექსპორტი 35.7%-ით გაიზარდა და 14.5 მლნ დოლარი შეადგინა. რა გავყიდეთ ისრაელში:

1. საფრენი აპარატების ნაწილები - 4.2 მლნ დოლარი, 8.7 ტონა;
2. გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობის და ტელევიზიისთვის აპარატურა - 2.0 მლნ დოლარი, 5.2 ტონა;
3. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1.8 მლნ დოლარი, 114 741 ლიტრი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.0 მლნ დოლარი, 1 464 145 ლიტრი;
5. მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 709.3 ათასი დოლარი, 137.2 ტონა;
6. ოპტიკური ელემენტები - 618.8 ათასი დოლარი, 1.0 ტონა;
7. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 595.9 ათასი დოლარი, 234 586 ლიტრი;
8. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 573.7 ათასი დოლარი, 427.5 ტონა;
9. ლუდი - 478.5 ათასი დოლარი, 521 724 ლიტრი;
10. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 288.2 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.

მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების 10-ეული ასე გამოიყურება: შპს არომაპროდუქტი; შპს აპტოს; შპს ბენე; "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; შპს ალტა; შპს გლობალ ტრეიდი; შპს MIREL INTL LTD; სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); შპს ბენე თრეიდინგ; შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო.

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს ისრაელიდან შესყიდული საქონლის ღირებულება 34.7%-ით შემცირდა და 13.5 მლნ დოლარი შეადგინა. რას ვყიდულობთ ისრაელში:

1. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 2.7 მლნ დოლარი, 1 011.6 ტონა;
2. ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 957.9 ათასი დოლარი, 501.5 ტონა;
3. მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები - 807.4 მლნ დოლარი, 2.0 ტონა;
4. ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა და ზოლი პოლიმერული მასალებისაგან - 628.4 მლნ დოლარი, 224.0 ტონა;
5. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 615.9 ათასი დოლარი, 0.7 ტონა;
6. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 389.2 ათასი დოლარი, 15.7 ტონა;
7. საშუალებები თმებისათვის - 371.5 ათასი დოლარი, 34.9 ტონა;
8. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 327.3 ათასი დოლარი, 27.4 ტონა;
9. მანქანები და მექანიზმები სოფლის მეურნეობის კულტურების ასაღები ან სალეწი - 320.5 ათასი დოლარი, 19.2 ტონა;
10. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 299.7 ათასი დოლარი, 5.1 ტონა.

2019 წელის მსხვილი იმპორტიორი კომპანიების 10-ეული კი ასე გამოიყურება: სს გეფა; შპს აგრო ინვესტი; შპს პრემიუმ კლას; შპს ჩირინა; შპს რომპეტროლ საქართველო; სს თიბისი ლიზინგი; შპს აქტაფარმი; შპს აგროქართლი; სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი); შპს ტესიო.