04.მარტი .2020 23:40

რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ იტალიაში 2019 წელს - სავაჭრო ბრუნვა 3%-ით შემცირდა

views 370
უკან

2019 წელს საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 3%-ით შემცირდა და 266.4 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს რიცხვი 274.7 მლნ დოლარი იყო.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, შემცირებულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებელი.

გასულ წელს იტალიაში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 40.3 მლნ დოლარი (2018 წელი - 43.3 მლნ დოლარი) შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 226.1 მლნ დოლარი (2018 წელი - 231.4 მლნ დოლარი).

რა გავყიდეთ იტალიაში გასულ წელს, უმსხვილესი საქონლის ტოპ-10 ასე გამოიყურება:

1. თხილი და სხვა კაკალი - 14.4 მლნ დოლარი (2018 წ. – 14.1 მლნ დოლარი);
2. პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის - 4.6 მლნ დოლარი (2018 წ. – 1.9 მლნ დოლარი);
3. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3.0 მლნ დოლარი (2018 წ. – 4.4. მლნ დოლარი);
4. ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 2.5 მლნ დოლარი (2018წ. – 1.7 მლნ დოლარი);
5. პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა - 1.7 მლნ დოლარი (2018 წ. – 3.1 მლნ დოლარი);
6. კოსტიუმები, კომპლექტები, კომბინიზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 1.5 მლნ დოლარი (2018 წ. - 803.8 ათასი დოლარი);
7. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - 1.5 მლნ დოლარი (2018 წ. – 1.7 მლნ დოლარი);
8. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 1.3 მლნ დოლარი (2018 წ. – 403.4 ათასი დოლარი);
9. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 3.5 მლნ დოლარი);
10. ფეროშენადნობები - 1.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 3.0 მლნ დოლარი);

გასული წლის განმავლობაში იტალიაში საქონლის ექსპორტს შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ: შპს აგრიჯორჯია; შპს გამმა ვუდი; შპს ევროტექსი; შპს რუსთავის ფოლადი; შპს რუსელოის; სს რუსთავის აზოტი; შპს ჯითრეიდი; შპს არტო; შპს S.R.T; შპს გლობალ ექსპორტი.

რა ვიყიდეთ 2019 წელს იტალიაში - უმსხვილესი საიმპორტო საქონლის ტოპ 10:

1. ცენტრალური გათბობის ქვაბები - 7.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 8.6 მლნ დოლარი);
2. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 6.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 6.5 მლნ დოლარი);
3. მანქანები ჭურჭლის სარეცხი - 6.0 მლნ დოლარი (2018 წ. – 8.0 მლნ დოლარი);
4. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 5.1 მლნ დოლარი (2018 წ. – 7.3 მლნ დოლარი);
5. ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 4.9 მლნ დოლარი (2018 წ. – 5.5 მლნ დოლარი);
6. სატვირთო ავტომობილები - 4.7 მლნ დოლარი (2018 წ. – 2.4 მლნ დოლარი);
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4.0 მლნ დოლარი (2018 წ. – 5.2 მლნ დოლარი);
8. სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 4.0 მლნ დოლარი (2018 წ. – 4.1 მლნ დოლარი);
9. მაცივრები, საყინულეები და სხვა სამაცივრო ან საყინულე მოწყობილობები - 3.7 მლნ დოლარი (2018 წ. – 2.4 მლნ დოლარი);
10. ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - 3.7 მლნ დოლარი (2018 წ. – 2.7 მლნ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტიორ კომპანიებს 2019 წლის განმავლობაში, მათი ტოპ 10-ეული ასე გამოიყურება: სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; შპს საგა იმპექსი; შპს ჯითექსი; შპს "გ.ბ. კონსალტინგი"; ერთობლივი საქმიანობა ლუდვიგ პფაიფერ-ემიტ; შპს "მაქსთერმი"; შპს გაგრა+; შპს ევროტექსი; შპს თერმორუმი; შპს აი სი არ ტრეიდი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ წინასწარი მონაცემებით 2020 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვა 12.0%-ით შემცირდა და 14.7 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 16.7 მლნ დოლარი იყო. იანვარში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 2.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 11.9 მლნ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა