მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება სრულად აცრილებისთვის?

60c859397cb17
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 11:37
7809
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ წამახალისებელ ღონისძიებებზე მუშაობა, რომლითაც სრულად აცრილი ადამიანები ისარგებლებენ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ამ კუთხით კერძო სექტორთან თანამშრომლობაც იგეგმება.

„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და პაკეტები, რომელიც შეგვიძლია სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შევთავაზოთ. აქაც მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.

განიხილება ბიზნესთან თანამშრომლობით გარკვეული ფასდაკლებების ამოქმედება იმ პირებისთვის ვისაც ე.წ. "მწვანე საშვი" ექნება“, - განაცხადა გაბუნიამ.