ინფლაცია, ცხოვრების ხარჯების ზრდა, შრომითი ემიგრაცია - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ეკონომისტები ქვეყნის ეკონომიკის ძირითად საფრთხეებად ასახელებენ. ამის შესახებ „პიემსი კვლევითი ცენტრის“ მიერ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის განახლებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც ნოემბერში მომზადდა და მასში 60 ქართველი ეკონომისტი იყო ჩართული.
გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასეს:
გამოკითხულთა 90% ფიქრობს, რომ მაღალი ინფლაცია, ამჟამად, საქართველოს ეკონომიკას დამატებით მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის, უმრავლესობამ მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებად უკრაინაში რუსეთის ომი (77%) და ცხოვრების ხარჯების ზრდა (72%) დაასახელა.
ამავდროულად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოში ამჟამად საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ დაბალ ან ძალიან დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
ეკონომისტთა ნახევარზე მეტი - 61% კი თვლის, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალი ან ძალიან დიდი მნიშვნელობის საფრთხეა. ამის საპირისპიროდ, 11% ფიქრობს, რომ შრომითი ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკისთვის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სამიზნე ინფლაცია 3%-ია, 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6%- ს მიაღწია.
პოლიტიკის რომელი მიდგომა იქნება ყველაზე ეფექტური საქართველოში ინფლაციის დასაძლევად? - ამ კითხვის საპასუხოდ ეკონომისტებმა შეაფასეს, თუ რომელი ზომები იქნება ყველაზე ეფექტიანი საქართველოში ინფლაციის დასაძლევად.
შედეგად, გამოკითხულ ეკონომისტთა 94% ფიქრობს, რომ საქართველოში ინფლაციის დაძლევაში გამკაცრებულ ფისკალურ პოლიტიკას ძალიან მაღალი, მაღალი ან სულ მცირე ზომიერი ეფექტიანობა მაინც ექნება; 89%-ს ინფლაციის დაძლევისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის სჯერა.
მეორე მხრივ, კი ხელფასების კონტროლი და ფასების კონტროლი ინფლაციის წინააღმდეგ არაეფექტიანი ან ძალიან დაბალი ეფექტიანობის მქონე ზომები ისე შეფასდა;
მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ ფასების კონტროლი შეიძლება მაღალ ეფექტიანი იყოს და არც ერთი რესპონდენტი ხელფასების კონტროლს, ინფლაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტიანობის მქონე ზომად, არ მიიჩნევს.
თითქმის 70% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო და ზეწოლა, რომელიც ინფლაციის მაღალ დონეს იწვევს, დროთა განმავლობაში თავად დასტაბილურდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი