მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წარმომავლობის ყველით მარაგდებიან სახაჭაპურეები? - სეს-ი მოკვლევას ატარებს

5e3548e08809d
BM.GE
01.02.20 13:40
2204
სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის საცხობებიდან ნიმუშები აიღეს.

სააგენტოს უფროსის მოადგილის ვასილ ბასილიძის განცხადებით, გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები გახშირებულია, რის საპასუხოდაც სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს სწრაფი კვების ობიექტებზე გამოყენებული ყველის შემოწმებას. 

„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასადა რეალიზაციას.

ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.