მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესები უნდა დაიცვან სასტუმროების ვიზიტორებმა და მენეჯერებმა - მთავრობის რეგულაციები

5ed0faa5c2e6f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.20 16:15
12460
მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა შიდა ტურიზმის გახსნა 15 ივნისს, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1 ივლისიდან დაანონსა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები იმ წესებს და პროტოკოლებს ელოდებოდნენ, რომლის დაცვაც ბიზნესსუბიექტებს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოუწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას კახეთში ვიზიტისას დარგის წარმომადგენლებს პროტოკოლების წაღებისა და მომზადებისკენ მოუწოდა, ოპერირებისთვის საჭირო პროტოკოლები ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ დღეს გასაჯაროვდა.

რას ითვალისწინებს დანართი 16, რომელშიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის არის განკუთვნილი?

• ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულებისა და ვიზიტორების თერმოკონტროლი ვიდეოსკრინინგით, ან დისტანციურად მზომი ხელსაჭყოების გამოყენებით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში კი მოახდინოს აღრიცხვა და დაუკავშირდეს ცხელ ხაზს - 112-ს;
• COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება, შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
• სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დეზინფექცია/დასუფთავება არანაკლებ 3-ჯერ დღეში, და ასევე 2 საათში ერხელ იმ ზედაპირების დამუშავება, რომელთანაც სასტუმროს ვიზიტორებს ხშირად უწევთ შეხება(კარის, ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა.)
• საერთო მოხმარების სივრცეებში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
• სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება პლასტიკური პარკი;
• სასტუმროს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაციის უზრუნველყოფა დღეში რამდენჯერმე და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილის სველი წესით დამუშავება;
• დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;
• საერთო გამოყენების სველი წერტილების დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ, განსაზღვრული წესების მიხედვით;
• დეზობარიერები შენობის შესასვლელში სავალდებულო ნიშნის მითითებით და ასევე დამცავი გამჭვირვალე ბარიერების განთავსება თანამშრომლების მესამე პირებთან ურთიერთობისას
• პერსონალისა და ვიზიტორებისვის თვალსაჩინო ადგილას 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი გამოყენების წესების განთავსება;
• ბუნებრივი ვენტილაციით უზრუნველყოფის შესაძლებლობის არქონის შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმის უზრუნველყოფა, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.

აპარტამენტები და ბინები:

• რეკომენდირებულია სტუმრის მიღების (check in) და გასვლის (checkout) დისტანციური სისტემის დანერგვა;
• სტუმრის გასვლისას ოთახების დალაგება უნდა მოხდეს პრინციპით - დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;
• განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას - საწოლის სახელურები, ტუმბო საწოლის გვერდით და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი - საშხაპე/სააბაზანო და ტუალეტი, ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას.
ღონისძიებები კვებით უზრუნველყოფის ბლოკებისთვის:
• გამოიეყენება ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი. შვედური მაგიდის გამოყენებისას, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირებისთვის, შვედურ მაგიდასთან უნდა დამონტაჟდეს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი და უნდა მოხდეს ბარიერთან უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი მანიშნებლებით;
• საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი;
• სტუმართათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ;

აღსანიშნავია, გარდა ზემოთ აღნიშნული წესებისა ღია და დახურული სივრცის სასტუმროს კვების ობიექტებისთვის იგივე წესები ვრცელდება, რომლის დაკმაყოფილება უწევთ სხვა ნებისმიერი სახის ბარ-რესტორნებს.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დასაცავი პროცედურები:

• სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად: ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან; გაირეცხოს არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში; გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰ C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში; გაივლოს არანაკლებ 65⁰ C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით; დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
• წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
• ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
• ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკლები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰ C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
• სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
დისპენსერები: უზრუნველყავით საპნის და სადეზინფექციო ხსნარების დისპენსერების, ხელის საშრობების, ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერების და მსგავსი მოწყობილობების გამართული მუშაობის მუდმივი რეჟიმი; ამასთან სადეზინფექციო გელის დისპენსერები უნდა დაყენდეს სასტუმროეს სხვადასხვა ნაწილში (სასადილო ოთახის, რესტორნის და ბარების შესასვლელებში)

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

• თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების მიხედვით;
• ნახმარი თეთრეულის შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში. კატეგორიულად იკრძალება გამონაცვალი თეთრეულის იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება;
• თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია სასტუმროს თეთრეულის რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;
• თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები: თეთრეულის შეკრება; ტრანსპორტირება; რეცხვა და დეზინფექცია; დაუთოება; შეფუთვა; სუფთა თეთრეულის შენახვა;
• სამრეცხაოში თეთრეულის დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეულის მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;
• დაბინძურების ხარისხისა და თეთრეულის ტიპის მიხედვით შეირჩეს რეცხვის შესაბამისი პროგრამა. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

სასტუმროში განთავსებული ღია და დახურული საცურაო აუზები:

• ღია და დახურული საცურაო აუზების ოპერირებისთვის უზრუნველყავით: აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება; აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია წყლის განახლება, რომლის უზრუნველყოფა დიდი ზომის აუზებში ძირითადად ხორციელდება რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70 მ2 ) უწყვეტი წყლის ნაკადით; რეცირკულაციით წყლის განახლებისას - მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში;
• მცირე აუზებში წყლის გამოცვლა, დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან, წყლის მთლიანად შეცვლის დრო არაუმეტეს 24 საათისა;
• აუზით სარგებლობის პერიოდში უნდა გაკონტროლდეს მადეზინფიცირებელი აგენტის ნარჩენი რაოდენობები წყალში (თავისუფალი ნარჩენი ქლორის კონცენტრაცია უნდა შეადგენდეს 0,5 მგ/ლ ან მეტს მინიმუმ 30 წუთის კონტაქტის შემდეგ pH- ზე

აღსანიშნავია ისიც რომ 16-ე დანართში გაწერილია მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ, კონკრეტულად კი: ვიზიტორი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში არ უნდა გამოცხადდეს ნიღბის გარეშე და უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები.   

დაწვრილებით, კიდევ რა ვალდებულებები ეკისრებამ ჰორეკა სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორებს შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N16_SaStumro.pdf?