მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წესები უნდა დაიცვათ გემებსა და იახტებზე - ახალი რეკომენდაციები covid-რეალობაში

5f04ab8ee28a8
BM.GE
07.07.20 23:00
853
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გემების, იახტების, სასეირნო კატარღებისა და სხვა მცურავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ დაამტკიცა და გამოაქვეყნა.

რეკომენდაციები მოიცავს საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რაც საწყლო ტრანსპორტში უნდა იქნა გათვალისწინებული. გთავაზობთ მათ ჩაშლილად:

ზოგადი რეკომენდაციებია:

o სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლეთ მცურავ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
o თანამშრომლები უზრუნველყავით სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი);
o მცურავ საშუალებებზე გამოაკარით განცხადებები (არსებობის შემთხვევაში - მონიტორებზე) COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
o უზრუნველყავით ხელის დაბანის შესაძლებლობა, თხევადი საპნითა და წყლით. ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე;
o დარწმუნდით, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მათი სწორად გამოყენება;
o სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესების შემახსენებლები/თვალსაჩინოებები;
o პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია;
o გარკვეული პერიოდულობით (2 საათში ერთხელ) მოახდინეთ ხშირად შეხებადი სამუშაო ზედაპირების, აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია;
o სივრცეებში უზრუნველყავით თანამშრომლებისა და მგზავრების მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება(ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.
o უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
o მცურავი საშუალების დახურულ სათავსში არ დაუშვათ მგზავრი/პერსონალი ნიღბის გარეშე;
o უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;
o გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით);
o მართვის პულტთან მყოფი თანამშრომლისთვის, მგზავრებისგან დისტანცირების
უზრუნველსაყოფად, მოაწყვეთ სათანადო დამცავი ბარიერი;
o მცურავი საშუალების დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების (ხელის დასასვენებელი ადგილი) დამუშავება-დეზინფექციას.

მცურავ სატრანსპორტო საშუალებებში აკრძალულია იმაზე მეტი მგზავრის დაშვება, ვიდრე დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა.
o ხშირად განიავდეს (არანაკლებ 2 სთიანი ინტერვალებით) სამგზავრო კაიუტები და სხვა დახურული სათავსები ღია ფანჯრებით;
o ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად;
o დალაგება-დასუფთავებაზე პასუხუსმგებელი პირ(ებ)ი აღჭურვეთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
 ნიღაბი;
 ხელთათმანი;
 სახის დამცავი ფარი;
 სპეცტანსაცმელი.

დასაქმებულთა და მგზავრთა ვალდებულებები:
ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
o დაიცავით ჰიგიენის წესები;
o მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
o საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
o გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
o დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
o მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.