მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წილი აქვს სამგზავრო გადაყვანებს "საქართველოს რკინიგზის" მთლიან შემოსავლებში?

5e5d2f21d9a18
დავით ჯალაღონია
03.03.20 10:35
1349
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2019 წელს "საქართველოს რკინიგზის" სამგზავრო გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები, რკინიგზის მთლიან შემოსავალში 6.7%-ს შეადგენს, რაც 31.1 მლნ ლარს უდრის.

ორგანიზაციის ცნობით, 2013 წლიდან მოყოლებული, გასული წელი სამგზავრო გადაყვანებისთვის ყველაზე შემოსავლიანი იყო.



რაც შეეხება "საქართველოს რკინიგზის" ტვირთბრუნვას, 2019 წელს გადაზიდული ტვირთის მოცულობა 9%-ით გაიზარდა და შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 307.6 მლნ ლარი შეადგინა.