მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება, არცერთი მსხვილი უცხოური ბანკი ჩვენს ბაზარზე რომ არ შემოდის? - დეპუტატი სებ-ს

62e11abbb8681
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 15:00
2719
რა ხდება, არცერთი მსხვილი უცხოური ბანკი ჩვენს ბაზარზე რომ არ შემოდის? - ამ კითხვით დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა სებ-ის საბჭოს წევრ ეკატერინე გალდავას პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენისას მიმართა.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2021-2020 წლები მოგებით დაასრულეს, რამაც ქართული საფინანსო ბაზარი უცხოური ბანკებისთვის საინტერესო უნდა გახადოს.

„არა მხოლოდ გასულ წელს, არამედ 2020 წელი ბანკებმა მოგებით დაასრულეს, მაშინ როდესაც სრული კატასტროფა ხდებოდა და დაინგრა ქვეყანა. წელს, როგორც ჩანს, ამ რეკორდსაც მოხსნიან, კარგად მიდიან და რა ხდება, რომ არცერთი მსხვილი უცხოური ბანკი არ შემოდის ჩვენს ბაზარზე? არავის ვაინტერესებთ? კომერციულ ბანკებს მსოფლიოში არ აინტერესებთ ასეთი მომგებიანი ბიზნესი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ეროვნული ბანკის და საბანკო სფეროში სხვადასხვა მოთამაშის გარიგების და ინტერესთა დამთხვევის შედეგი იყოს ეს?“, - მიმართა რაქვიაშვილმა სებ-ის საბჭოს წევრს.