მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ელიავაზე? (R)

612f1cd081526
BM.GE
01.09.21 11:59
3213
თბილისში უამრავი ახალი მოლი, სავაჭრო ცენტრი და ონლაინ მაღაზია გაიხსნა, თუმცა როდესაც საქმე სამშენებლო-სარემონტო მასალების ყიდვას ეხება, ყველას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რამოდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული ელიავას ბაზრობა ახსენდება.

გარდა იმისა, რომ ტერიტორია ისტორიულია, ის ასევე უნიკალურია თავისი განსაკუთრებული თვისებებით: მრავალფეროვანი არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასები და საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების მარტივი სერვისიც. აქ დასაქმებული უამრავი ადამიანი: მოვაჭერეები, ხელოსნები, გადამზიდავები, ქმნიან დოვლათს ბევრი ქართული ოჯახისთვის.

თუმცა თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და ახალ გამოწვევებს ბაზრობის ქაოტურობა ბოლომდე ვერ უმკლავდება. მაგალითად, უამინდობისას გარე სივრცეში შოპინგი ყველასთვის დიდი დისკომფორტია, პანდემიის გამო გაზრდილია რისკებიც და ხშირად ვერ ხერხდება სანიტარული ნორმების დაცვაც.

მაგრამ ეკონომიკის პრინციპი აქაც შეუცდომლად მუშაობს: მოთხოვნამ გააჩინა მიწოდება და დღეს ელიავა ცენტრი თანამედროვე მომხმარებლის გამოწვევებს პასუხობს. მაგალითად ელიავა ცენტრის მეორე სართულზე ახალი სამშენებლო-სარემონტო მაღაზია „სექტორი“ გაიხსნა, რომლის მისიაა გააუმჯობესოს და სასიამოვნო გახადოს ელიავაზე შოპინგის გამოცდილება.

„სექტორის“ და „ელიავა ცენტრის“ მაგალითი აჩვენებს იმას, რომ ამავე ლოკაციაზე შესაძლებელია თანამედროვე, კომფორტული სივრცის შექმნა და მომხმარებლისთვის ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული დამატებითი სერვისების შეთავაზება, როგორიცაა: ხელოსნის მომსახურებას, ხელსაწყოების გაქირავებას, უფასო პარკინგს, უფასო მიწოდების სერვისს

https://www.facebook.com/sectori.ge

www.sectori.ge