მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ინფექციურ საავადმყოფოში დილის მონაცემებით? - მარინა ეზუგბაია

5e90189244d76
ინგა მურუსიძე
10.04.20 11:10
989
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

"გუშინ, დღის განმავლობაში 14 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირებულთა შორის ორი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომლებიც სომხეთიდან საქართველოში გადმოვიდა.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, 7 პაციენტიდან ორი განსაკუთრებით მძიმე იყო და მათგან ერთის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა.

ცნობისთვის: კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კიდევ 3-ით გაიზარდა და 230 გახდა.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, მათგან გამოჯანმრთელებულია 52 მოქალაქე, ხოლო გარდაცვლილი - 3.

კარანტინის რეჟიმში რჩება - 4829 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410.