09.მარტი .2020 13:29

რა ხდება იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიმართულებით? - მთავრობის ინფორმაცია

views 494
უკან

დაწყებულია ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც მათ საქართველოში დააბრუნებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში ამბობენ, შესაბამისი ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიაწოდა.

„საგარეო უწყებამ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის მანძილზე შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა