მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება კორონავირუსის მიმართულებით მსოფლიოსა და საქართველოში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

5e2e9dc53a71a
ინგა მურუსიძე
27.01.20 12:25
1689

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ჩინეთის ყველა მოქალაქე მოწმდება და ვირუსის რაიმე ნიშანი არ დაფიქსირებულა.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოყოფილია 4 ინფექციური სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოემსახურება პაციენტებს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ნიშანი გამოვლინდება.

„ზოგადად, დღევანდელი მონაცემებით, რომელსაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, თუმცა ჯერ არ დაუდასტურებია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრს, 2700-მდე ლაბორატიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. აქედან 97% არის ჩინეთში და დანარჩენი არის ექსპორტირებული მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში. სამწუხაროდ, გარდაცვალების 80 შემთხვევაა და 400 არის მძიმე ავადმყოფი, ხოლო დაახლოებით, 5000-მდე არის საეჭვო, რომლებსაც გამოკვლევები უტარდებათ, არიან თუ არა დაავადებულები.

გარდა ამისა, იკვლევენ 30 000-მდე კონტაქტს ანუ ადამიანებს, ვინც კონტაქტში იყვნენ დაავადებულებთან. ეპიდემიოლოგიური კვლევის ანბანია, რომ ყველა კონტაქტი იყოს შესწავლილი. რაც შეეხება საქართველოს, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს პრევენციული ღონისძებები, რომ დაავადების შემოტანის პროფილაქტიკა გავაკეთოთ, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა და თუკი გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება 4-დან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც გამოყოფილია.

დღევანდელი დილის ინფორმაციით, საქართველოში შემოვიდა 144-მდე ჩინეთის მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და ასევე აქედან გავიდა დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, არც ერთი საეჭვო, სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა. ქვეყანა ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან არის შესაბამისობაში", - განაცხადა გამყრელიძემ.