03.მარტი .2020 17:42

რა ხდება კორონავირუსის მიმართულებით საქართველოში - განახლებული ინფორმაცია

views 781
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, დღევანდელი ინფორმაციით, სამივე ავადმყოფი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლებიც მოთავსებულნი არიან ინფექციურ საავადმყოფოში, თავს კარგად გრძნობენ. გამყრელიძის ინფორმაციით, 300-მდე ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

"დღევანდელი დღის მონაცემებით, დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება 150-მდე ადამიანი, ისინი განთავსებულნი არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. საავადმყოფოებში, შესაძლო კლინიკური სიმპტომებით გახლავან ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი, 5 – სეფსისის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში. დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ახლა გაგზავნილია დამატებით 6 ნიმუში, რომლის პასუხებსაც ველოდებით. გლობალურად სიტუაცია რომ შევაფასოთ, ჩინეთში ვითარება უმჯობესდება, თუმცა ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთს გარეთ. უკვე დღეისთვის ჩინეთს გარეთ დაფიქსირებულია 12 ათასი დადასტურებული შემთხვევა. ყველაზე სწრაფი ტემპით ახალი შემთხვევების გამოვლენა მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში, იტალიას გადაასწრო ირანმა. იმატებს შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა