მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება ნამახვანჰესთან დაკავშირებით? - ლევან დავითაშვილის განმარტება

6135d72134d1e
ინგა მურუსიძე
06.09.21 13:00
794
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ ნამახვანჰესთან მიმართებაში მედიაციის პროცესი განახლებულია და მუშაობა მიმდინარეობს.

BM.GE დაინტერესდა, დაიწყო თუ არა მედიაციის პროცესის ახალი ფაზა, რაც გულისხმობდა პროექტის სახელშეკრულებო ჩარჩოს შეფასებას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

„სულ ახალ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა მედიაციის პროცესში ჩართულია ჩემი მოადგილე, ასევე ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, წარმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ენერგოგაერთიანება. როგორც იცით, ენერგოგაერთიანების მედიაციით მიმდინარეობს პროცესი და მასში ჩართული არიან დაინტერესებული პირები. ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ ამ პროცესში და ჰქონდათ კითხვები.

ჩვენ გვქონდა კონკრეტული პოზიცია, პროექტთან დაკავშირებით ვიმუშავეთ ქართველ ექსპერტებთან. ვფიქრობთ, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა დარჩა გარკვეული საჭიროება, საზოგადოების მხრიდან დაისვა საკითხი ასე, ამიტომ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი. რამდენადაც ვიცი, შერჩეულია ნეიტრალური კომპანიები. ყოველ შემთხვევაში ჩვენს ნაწილთან მიმართებაში. მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის დამატებითი შეფასება, უკვე ნეიტრალური მხარის მიერ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.