მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხდება "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე?

60af3d01636c3
ინგა მურუსიძე
27.05.21 10:20
647
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციამ დედაქალაქიდან კვლავ სოფელ გუმათში გადაინაცვლა, სადაც ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გვიან ღამით, ხეობაში თბილისიდან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს ადგილზე რკინის ბარიკადები და წყლის ჭავლის მანქანა დახვდათ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

აქციის მონაწილეები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამდნენ და ამ ფორმით აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ბარიკადების აღმართვას.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დილიდან აქციის მონაწილეებს ENKA-ს ოფისთან მისასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი და თანამშრომლებს ადგილზე არ უშვებენ. როგორც რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, სოფელში მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეუშვებენ.

“მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა, მაგრამ ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მანამ გვექნება გადაკეტილი გზა და „ენკას“ თანამშრომლებს ადგილზე შესვლის საშუალებას არ მივცემთ“, - განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრის გადადგომას და ENKA-სთან ხელშეკრულების გაწყვეტას ითხოვენ.