შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზარზე საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა, - აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პარლამენტის წევრის მომართვის საფუძველზე, შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრის მონიტორინგი განხორციელების შედეგად დადო.
მათი ინფორმაციით, შესაბამისად, ამ ბაზრის განგრძობადი დაკვირვების წარმოების საფუძველი არ არსებობს.
„საკითხის შესწავლის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დამუშავდა ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განისაზღვრა როგორც პროდუქციული, ასევე გეოგრაფიული საზღვრები და დროითი ჩარჩო, ჩატარდა შესაბამისი ბაზრის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საექსპორტო დონეზე.
მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზრის წლიური მოცულობა მცირეა და 2 მილიონ ლარს არ აღემატება. შუშის ნარჩენების შეგროვების ბაზარზე, ბოლო პერიოდში, ახალი კომპანიის შესვლა ფიქსირდება, რის შედეგადაც გაიზარდა შეგროვებული ნარჩენის რაოდენობა, სარეალიზაციო ფასი და ასევე იმ ფიზიკური/იურიდიული პირების რაოდენობაც, რომელთაგანაც შუშის ნარჩენების შეგროვება ხორციელდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის უნდა მოხდეს გენერირებული შუშის ნარჩენის 80%-ის რეციკლირება. შესაბამისად, სააგენტოს პოზიციით, ამ ეტაპზე, აღნიშნული სამიზნე მაჩვენებელი გამოწვევას წარმოადგენს, რისი მიღწევის პირობებში მოსალოდნელია ბაზრის მოცულობის ზრდა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი