05.ივნისი .2020 14:00

რა ხედვა ჰქონდა ივანიშვილს, როცა გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრობაზე დათანხმდა?

views 1427
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ირწმუნება, რომ როცა მინისტრობაზე დათანხმდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო სწორედ იმაზე, რომ სისტემაში არსებული მანკიერებები უნდა ამოძირკვულიყო.

სახელმწიფო მართვის სისტემაში დღეს არსებულ ხარვეზებზე გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„არ აქვს მნიშვნელობა რა სატრატეგიას დავწერთ ახლა. როგორი სტრატეგიაც არ უნდა დაიწეროს და როგორი ჭკვიანური აზრებიც არ უნდა ჩაიდოს ამაში, დღევანდელი სახელმწიფო მართვის სისტემაში მისი შესრულება შეუძლებლად მიმაჩნია. დღევანდელი სახელმწიფო მართვის სისტემა არანაირად არ ეხება ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო არის მხოლოდ მცირე ჭანჭიკი იმხელა მანქანაში. სამწუხაროდ, მას არ აქვს არც რაიმე მანდატი იმისთვის, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და არც კვალიფიკაცია, რომ ასეთი სახის სტრატეგიები დაიწეროს და ამ სტრატეგიების შესრულება მოხდეს. მას ეს კიდეც რომ ჰქონდეს, მთელი სახელმწიფო მანქანა ხასიათდება არაეფექტურობით და გამრუდებული ფილოსოფიით. სანამ ეს არ გადაწყდება, ვერაფრით ვერ წავალთ წინ.

ჩვენ გვყავს ათასობით არაკვალიფიური კადრი როგორც სახელმწიფო სისტემაში, ისე სახელმწიფო კომპანიებში. ეს არის ნეპოტიზმზე და ელექტორატის შექმნის პრინციპებზე აყვანილი ადამიანები. ეს არის ინიციატივის ჩახშობა და ხალხის დემოტივაცია. ჩვენ არ გვყავს ხალხი, ვინც რამეს გააკეთებს. ამას ზემოდან ერთვის ის, რომ ნებისმიერ სახელმწიფო რესურსის სფეროში ჩართული გვყავს დაახლოებული, გავლენიანი პირები, რომლებიც ჯიგრულ სქემებში არიან ჩართული“, - განაცხადა ქობულიამ და ბიძინა ივანიშვილთან სწორედ ამ საკითხზე გამართული შეხვედრა გაიხსენა.

„მე რასაც ახლა ვყვები, ზუსტად ამ ხედვებზე ვიყავი შეთანხმებული, მაგრამ როგორც დავინახეთ, რეალობაში ცვლილებები იყო აზრში. რასაც ვლაპარაკობ, სწორედ ამაზე იყო საუბარი პირველივე დღიდან. ამაზე ვიყავი მოლაპარაკებული, რომ ეს უნდა ამოიძირკვოს“, - თქვა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა