მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის გასაზრდელად - ირაკლი დანელია

5eff62a052d4e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 23:20
2599
Maersk-ი კავკასიის კომერციული წარმომადგენლის და ეკონომიკის დოქტორის ირაკლი დანელიას განცხადებით, პანდემიის პირობებში სატვირთო გადაზიდვების ზრდა შოკური ეფექტით იყო გამოწვეული და პროცესები მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან ეფექტურად იმართა, ისე რომ გადაზიდვების კუთხით შეფერხება არ ყოფილიყო.

BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი დანელია განმარტავს, რომ იმისთვის რომ ტვირთბრუნვა ქვეყანაში გაიზარდოს და კომპანიებმა შეძლონ განვითარება სახელმწიფომ ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტები უნდა შეარბილოს და ბიზნესისთვის მისაღები უნდა გახადოს.

„ვისურვებდი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას არა იმ კუთხით, რომ მან გაამარტივოს კონტროლის პროცესი, არამედ მე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი და როგორც ეკონომიკის დოქტორი ვისურვებდი სახელმწიფომ ფისკალური თვალსაზრისით უფრო მეტი ნაბიჯები გადადგას, რაშიც ვგულისხმობ საგადასახადო კუთხით ცვლილებების განხორციელებას, ხოლო ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯების გადადგმას. ეს შიდა წარმოებას, როგორც შიდა მოხმარებაზე ორიენტირებულს, ასევე საექსპორტო და საიმპორტო მიმართულებას, განვითარებაში დაეხმარება.

ფისკალურად - სახელმწიფოს მხიდან გადასახადების ნაწილში გარკვეული დათმობები უნდა გაკეთდეს, რათა იმპორტიორმა შეძლოს უფრო მეტი პროდუქტი შემოიტანოს, ხოლო ექსპორტიორმა გაიტანოს, მაგრამ ეს უფრო იმპორტიორი კომპანიებისთვის იქნება განკუთვნილი, რათა ტვირთვბრუნვა გაიზარდოს. 

მონეტარულ ნაწილში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო უნდა შეამციროს და უფრო დაბლა დაწიოს. მიუხედავად იმისა რომ ახლა 0.25 პპ-ით შევამცირეთ, ეს არ არის საკმარისი არავითარ შემთხვევაში... და ინფლაციის უფრო მეტი კორექტირება უნდა მოახდინოს, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ურტყამს ექსპორტიორებს... ექსპორტის ნაწილში ტვირთბრუნვა ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება რომ იყოს.

ასეთი მაკროეკენომიკური იმპულსებით თუ სახელმწიფო ეკონომიკას „ფუშინგს“ გაუკეთებს, ეს ირიბად ჩვენს (და არა მხოლოდ ჩვენს) ინდუსტრიას კიდევ უფრო წინ წასწევს“, - განმარტა ირაკლი დანელიამ.