მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომის ბინებზე არის თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა? - Cushman & Wakefield-ის კვლევა

5e53a629a6b53
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 18:50
2282
უძრავი ქონების ბაზრის საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-მა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.  დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე თამაშის წესები შეიცვალა, რაც ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილებას უკავშირდება. 

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს თბილისში ყველაზე დიდი მოთხოვნა მცირე ზომის - 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ ბინებზეა. 2019 წელს თბილისში გაყიდული ბინების 69%-ის ფართობი 70 კვადრატულ მეტრზე ნაკლები იყო. 

ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში ბინების ზომები ასე ნაწილდება:

1) 50 კვადრატულ მეტრზე ნაკლები - 38%;
2) 51-70 კვადრატული მეტრი - 31%;
3) 71-100 კვადრატული მეტრი - 20%;
4) 101-150 კვადრატული მეტრი - 8%;
5) 151-200 კვადრატული მეტრი - 2%;
6) 200-600 კვადრატული მეტრი - 2%;
7) 600+ კვადრატული მეტრი - 1%-ზე ნაკლები. 

რაც შეეხება უბნებში კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულებას, Cushman & Wakefield-ის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, თბილისში ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება მთაწმინდაზეა, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი საშუალოდ 1032 აშშ დოლარია. 

ყველაზე იაფი კი უძრავი ქონება სამგორშია, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 512 აშშ დოლარია. 

უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ღირებულება ასე ნაწილდება:

1 მთაწმინდა - 1032 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
2 ვაკე - 985 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
3 საბურთალო - 899 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
4 კრწანისი - 798 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
5 ჩუღურეთი - 733 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
6 დიდუბე - 687 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
7 ისანი - 575 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
8 გლდანი - 550 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
9 ნაძალადევი - 544 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;
10 სამგორი - 512 აშშ დოლარი კვადრატული მეტრი;