მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველო-ფინეთის ეკონომიკური ურთიერთობები?

6356b5cb493e0
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.22 10:20
892
დღეს საქართველო-ფინეთის ბიზნესებს შორის პირველი მრგვალი მაგიდა იმართება, რომელსაც წარმოებისა და სერვისების სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მცირეა და ის წლიურად 21 მილიონ დოლარს არ აღემატება. ამასთან, სავაჭრო ბალანსი მკვეთრად ფინეთის მხარეს არის გადახრილი. 2021 წლის განმავლობაში ფინეთიდან იმპორტი 19.5 მილიონი დოლარი, ექსპორტი კი 1 მილიონი დოლარი იყო.

2022 წლის 9 თვეში ფინეთიდან საქართველოში შემოტანილი ტოპ-5 პროდუქტი ასე ნაწილდებოდა:

1. კარაქი - 2,17 მილიონი დოლარი;
2. მინერალური სასუქები - 1,88 მილიონი დოლარი;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,23 მილიონი დოლარი;
4. მობილური ტელეფონები - 1,18 მილიონი დოლარი;
5. სპირტიანი სასმელები - 1 მილიონი დოლარი.

ამავე პერიოდში საქართველოდან ფინეთში ექსპორტზე გატანილი საქონლის ტოპ ხუთეული ასე ნაწილდება:

1. ტომრები - 252.8 ათასი დოლარი;
2. თიხა - 250 ათასი დოლარი;
3. ღვინოები - 103 ათასი დოლარი;
4. ამწეების და საბურღების ნაწილები - 68 ათასი დოლარი;
5. ნათურები - 32 ათასი დოლარი.

ასევე დაბალია ფინური პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც და ის უკანასკნელ წლებში 1 მილიონ დოლარს მხოლოდ 2019 წელს აჭარბებდა.

ფინეთიდან საქართველოში შემოსული FDI წლების მიხედვით:

2021 - $0.79 მილიონი;
2020 - $0.73 მილიონი;
2019 - $2.22 მილიონი;
2018 - $0.05 მილიონი;
2017 - $0.44 მილიონი.