მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები?

63594b44921e1
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.22 19:20
1225
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები უნგრეთის მთავრობის წევრებთან არის დაგეგმილი.

საქსტატის მონაცემებით, წლევანდელი მდგომარეობით, უნგრეთი საქართველოს რიგით 39-ე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, სადაც ექსპორტმა წელს 2.4 მილიონი დოლარი, იმპორტმა კი $40 მილიონი შეადგინა. წინა წლებშიც სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად უნგრეთის მხარეს იყო გადახრილი.

უნგრეთი მედიკამენტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და 2021 წელს ამ პროდუქციის ექსპორტმა $7 მილიარდს გადააჭარბა. ყველაზე დიდი ოდენობით საქართველო უნგრეთიდან სწორედ ფარმაცევტულ პროდუქციას ყიდულობს. 2021 წელს იმპორტი 37 მილიონი დოლარი იყო, 2022 წლის 9 თვეში კი მან 20.8 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციას $2 მილიონით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, მესამე პოზიციას $1.5 მილიონით ხორცპროდუქტების კონსერვები იკავებს.

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მიხედვით, 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან უნგრეთში $1 მილიონის ღირებულების საავიაციო ძრავები გავიდა ექსპორტზე, მეორე ადგილს 541 ათასით ტანსაცმელი, მესამე ადგილზე 179 ათასით მობილური ტელეფონებია.

უნგრეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი $4 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2021 წელს შემოვიდა, სხვა წლებში კი FDI 2-2.7 მილიონი დოლარის შუალედში იყო.