31.აგვისტო .2019 18:15

რა ზომისაა საქართველოს საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ბაზარი

views 1107
უკან

140,000 ტელევიზორი, 115,000 გაზქურა, 105,000 სარეცხი მანქანა, 85,000 კონდინციონერი და 50,000 მაცივარი - ეს წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაჩვენებლებია.

წლიდან წლამდე, ოჯახი აახლეს საკუთარ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ხოლო ქვეყანაში გახსნილი ახალი სასტუმროები, თუ საოფისე დაწესებულებები კი ტელევიზორებსა თუ კონდინციონერებზე დამატებით მოთხოვნას ქმნის.

თუმცა, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჯამურად თითქმის უძრავია და 2014 წლის, ანუ ქვეყანაში სავალუტო კრიზისის დაწყების შემდეგ შემცირებულია.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში ძირითადი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტზე $254.8 მილიონი დაიხარჯა, რაც 2%-ით ნაკლები იყო 2017 წელთან შედარებით. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი მაქსიმალური 2014 წელს იყო და ის $324 მილიონს აღემატებოდა. როგორც ირკვევა, იმპორტის შემცირება ყველაზე დრამატული ტელევიზორების შემთხვევაში იყო და ის, 2014 წელს არსებული 224,000 ერთეულიდან 2015 წლისთვის 119,000 ერთეულამდე დაეცა, რაც შემდგომში ეტაპობრივად გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით ქვეყანაში კონდინციონერებისა და გაზქურების იმპორტი გაიზარდა.


2019 წლის პირველ კავრატლში საქართველოში საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის იმპორტი წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, პირველ კავრატლში სულ $43.8 მილიონის ღირებულების ტექნიკა შემოვიდა. ცალკეული დასახელების პროდუქტებიდან შემცირებულია სარეცხი მანქანების, გაზქურების, ტელევიზორების მობილური ტელეფონებისა და სხვა პროდუქტების იმპორტი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა