მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველოს საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ბაზარი

5f13e9689c2a4
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.20 09:58
1838
156,000 ტელევიზორი, 132,000 გაზქურა, 106,000 სარეცხი მანქანა, 92,000 კონდინციონერი და 56,000 მაცივარი - ეს წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაჩვენებლებია.

წლიდან წლამდე მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს - მათ შორისაა, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ახალი საცხოვრებელი შენობების რაოდენობა. ქვეყანაში გახსნილი ახალი სასტუმროები, თუ საოფისე დაწესებულებები კი ტელევიზორებსა თუ კონდინციონერებზე დამატებით მოთხოვნას ქმნის.

თუმცა, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი ჯამურად თითქმის უძრავია. ტექნიკის იმპორტმა პიკურ მაჩვენებელს 2014 წელს მიაღწია და $158 მილიონი დოლარი იყო. 2015 წელს კი იმპორტი მკვეთრად შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდება. მას შემდეგ წლიდან წლამდე საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი თითქმის უცვლელია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ძირითადი დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტზე $85 მილიონი დაიხარჯა, რაც 6.6%-ით ნაკლები იყო 2018 წელთან შედარებით. როგორც ირკვევა თანხობრივად იმპორტის შემცირება ყველაზე მკვეთრი ტელევიზორების იმპორტში იყო და ის $4 მილიონ დოლარს შეადგენდა. 
სტატისტიკის მიხედვით, გასული წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით ქვეყანაში კონდინციონერებისა და გაზქურების იმპორტი გაიზარდა.



სავარაუდოდ, COVID-19-ის კრიზისის გამო, 2020 წელს ტექნიკის იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. საქსტატი წლის პირველი 6 თვის იმპორტის შესახებ ინფორმაციას 20 ივლისს გამოაქვეყნებს.