მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა თბილისის საკონფერენციო სივრცეების ბაზარი - Colliers International

5f7c3da89528b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.20 23:15
1067
Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში საკონფერენციო საგამოფენო სივრცის (MICE) ბაზარია მიმოხილული, რომლის მიხედვით 2019 წელს, თბილისის თანამედროვე საკონვენციო ობიექტებში 6 881 შეხვედრა/ღონისძიება გაიმართა და დელეგატების რიცხვმა 466 997 შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე MICE ობიექტების საერთო ტევადობა 17 658 დელეგატია.

უძრავი ქონების სააგენტოში მიიჩნევენ, რომ 3 000-ზე მეტი დელეგატის ტევადობით, Paragraph Hotel & Convention Center Sololaki, რომელიც სავარაუდოდ 2023 წლისთვის დასრულება, ქალაქის MICE ბაზარს უდიდეს საკონვენციო სივრცეს შემატებს.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლისათვის, ბათუმის MICE ბაზარს დაემატება 3 903 კვ.მ სივრცე, რომლის საერთო ტევადობა 3 134 დელეგატი იქნება.