“Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ეკონომიკა მიმოიხილა და ყურადღება ლარის კურსის გაუფასურებასა და ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს დაუთმო.
საუბარი იყო სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებაზეც, რაც თავის მხრივ ლარის კურსზე და შემდეგ უკვე ინფლაციაზე მოქმედებს.
„სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი (11%) დატოვა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააანონსა უცხოური დაფინანსების მხარეს შესაძლო გამკაცრება. აქ საუბარია დარეზერვების ნორმების ზრდაზე. სავალუტო ნაკადებს რასაც ვუყურებთ აღდგენის კარგი დინამიკა აქვთ თუმცა რისკები კვლავ არსებობს და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში, დაფინანსების მხარეს უცხოურ ვალუტაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ვფიქრობთ, ლარისთვის გაუფასურების დამატებითი ფაქტორი იქნება, რაც ფასებზე ზეწოლას მოახდენს. ამ პირობებში ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება ლარს უფრო დაეხმარებოდა და ინფლაციის შემცირებაზე ეფექტი უფრო ექნებოდა.
ამ ეტაპზე ჩვენ საშუალო ინფლაციის პროგნოზი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავზარდეთ და ვპროგნოზირებთ, რომ საშუალოდ 10.5% იქნება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მნიშვნელოვანი წილი ინფლაციაში სურსათის ფასებს აქვს, რაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა ადგილობრივ მოთხოვნასაც აქვს ამაში წვლილი. ამის ერთ-ერთი დასტური აპრილის იმპორტის მაღალი მაჩვენებელია.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეხმარება ლარის კურსს და ამ პირობებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე დოლარში გამოსახული ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ეს მოლოდინებზე მოქმედებს.
მეორე, რაც დაანონსებულია - უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმების ზრდა, ვფიქრობთ რომ შეიძლება ეს არ გაკეთდეს, რადგან ლარს დამატებით დააზიანებს და ფასებზე ზეწოლა იქნება.
ჩვენთან, საექსპორტო შემოსავლები დოლარში მზარდია, რაც პოზიტიურია. რაც შეეხება იმპორტს, მათ შორის ნავთობის იმპორტიორი ქვეყანა ვართ და ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
თუმცა აპრილში მაგალითად, სავალუტო ნაკადების დინამიკას რომ შეხედოთ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, ჯამურად ექსპორტი 415 მილიონი იყო. ფულადი გზავნილები, რომელიც რეკორდულად დაახლოებით 60%-ის ფარგლებში გაიზარდა და აგრეთვე ტურიზმის შემოსავლები, ეს დაახლოებით 912 მლნ დოლარია. იმპორტი დაახლოებით 945 მლნ დოლარი იყო. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ბალანსში ის მუხლები, რომ გამოვაკლოთ საიდანაც გასავლები გვაქვს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, რაც ლარის გამყარებაზე აისახება.
თუმცა იმ რისკების გათვალისწინებით, რაც ომიდან გამომდინარე არსებობს, თუ სავალუტო ნაკადების აღდგენის ტემპი შეტრიალდა ან შემცირდა (ამის ალბათობა დაბალია მაგრამ მაინც არსებობს) მაშინ დამატებით სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებამ შესაძლებელია ლარი დაასუსტოს, რაც შემდგომ ინფლაციურ მაჩვენებლებში აისახება", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საუბარი იყო, რომ სები რეფინანსირების განაკვეთს არ შეამცირებდა და უფრო მეტიც მოლოდინი იყო, რომ კვლავ მისი გამკაცრება მოხდებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება