მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზრდის მოთხოვნას უძრავ ქონებაზე

62775ff6766ef
მარიამ ვარადაშვილი
08.05.22 10:10
2262
Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რაც მისი თქმით, მომავალში უზრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს.

მათ შორის არის მოსახლეობის მზარდი ურბანიზაციის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს საქალაქო დასახლებებში მაცხოვრებლების ზრდას, ეკონომიკური ზრდა და ქალაქებში ბინის გაქირავებაზე მზარდი მოთხოვნა.

“მოთხოვნის ზრდას პირველ რიგში გრძელვადიანი ფაქტორები განაპირობებს. ეს არის ურბანიაზაცია. საქართველო მხოლოდ ორ ქალაქში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა, რაც დამატებით საბინაო ფონდზე ზრდის მოთხოვნას. მეორე ფაქტორია ოჯახის ზომა, საბჭოთა და საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის წყალობით დიდ ოჯახებად ვცხოვრობდით. ერთგვარი წესია როცა ქვეყანა ვითარდება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ეს მაჩვენებელი მცირდება. თუ მაგალითად 2002 წელს საშუალოდ ოჯახში 3.6 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა 3.3 ცხოვრობს. ოჯახების გაყოფა კი ახალ ბინეზე მოთხოვნას ზრდის. გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი ფაქტორი, მათ შორის უცხოეთიდან გზავნილები, რომელიც ამის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქირაზე სტუდენტების, განსაკუთრებით კი უცხოელი სტუდენტების მხრიდან შექმნილი მოთხოვნა. ისინი ქირაობენ ბინას, რაც აქცევს უძრავ ქონებას საინტერესო საინვესტიციო აქტივად. დაახლოებით 18 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა 2021-2022 სასწავლო წლებში თბილისში”,-აცხადებს სამყურაშვილი.

მისივე თქმით, აპრილში ბინის გაქირავების მაჩვენებელი 72%-ით გაიზარდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია.