მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც კრიზისში სისუსტედ ჩანს, უკეთეს დროში უპირატესობად იქცევა" - EBRD-ის ეკონომისტი

5ec625ca44c23
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 19:25
837
“უნდა ითქვას, რომ რაც ერთი შეხედვით კრიზისში სუსტ მხარედ ჩანს, კრიზისის შემდეგ უკეთეს დროში - უპირატესობად იქცევა,”- ტურისტულ სექტორთან დაკავშირებით განაცხადა EBRD-ის ეკონომისტმა დიმიტარ ბოგოვმა.

BMG-სთან საუბარში ბოგოვი ამბობს, რომ ტურიზმის მიერ დაგენერირებული შემოსავლები გასულ წელს ეკონომიკის 20%-ის ტოლფასი იყო. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც ბანკმა 2020 წლისთვის რეცესიის პროგნოზად 5.5% განსაზღვრა. დიმიტარ ბოგოვის განცხადებით, მათი პროგნოზით, COVID-19-ის კრიზისი ხანმოკლე უნდა იყოს, შესაბამისად მისი დასრულების შემდეგ დაზარალებული ინდუსტრიები საკუთარ თავს აღიდგენენ. 

“პანდემიის ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები ყველაზე მძიმე დარტყმას განიცდიან. ყველაზე მეტად დღეს იმ ადამიანებს და ბიზნესებს უჭირთ, ვისაც ვალდებულებები აქვთ ბანკების მიმართ და მათი გასტუმრება დიდ პრობლემად ექცათ.

ამდენად, ამ კუთხით გადამწყვეტი ხდება ამ კრიზისის საპასუხო პაკეტი და ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობას ამ მხრივ საკმაოდ გამართული პასუხი აქვს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესების დაცვა გაკოტრებისგან და სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მომდევნო წელს ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება იმ მსყიდველობით უნარზე, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას შევუნარჩუნებთ; წარმოების იმ მოცულობებზე, რასაც კომპანიებს შევუნარჩუნებთ.

დღეს არსებული გათვლებით, ეს კრიზისი იქნება მძიმე, მაგრამ მოკლე,”- განაცხადა დიმიტარ ბოგოვმა BMG-სთან საუბარში. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის სექტორმა მთლიანი შიდა პროდუქტის 8.1% დაადგენერირა. სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება გასულ წელს 3.5 მილიარდი ლარის ტოლი იყო.