მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტად იოლად გადავიტანთ „მეხუთე ტალღას“ და „შავი აგვისტო“ აღარ გვექნება - გამყრელიძე

61447c8fa3915
ინგა მურუსიძე
17.09.21 15:40
631
რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტად იოლად გადავიტანთ „მეხუთე ტალღას“ და „შავი აგვისტო“ აღარ გვექნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, "მეხუთე ტალღა" ნოემბრის მეორე ნახევრსა და დეკემბრის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

„რაც მეტი ადამიანი იქნება სრულად აცრილი, მით ნაკლები შანსი დარჩება ვირუსს, რომ მუტაცია განიცადოს და წარმოქმნას ახალი შტამები. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოლოდინი, რომ "მეხუთე ტალღა" მძიმე არ იქნება. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით ნაკლები იქნება "მეხუთე ტალღის" მძიმედ გადატანის ალბათობა, რომელიც შეიძლება ნოემბერ-დეკემბერში დადგეს. ამდენად, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მეტ ნაკლებად დამანგრეველი იქნება "მეხუთე ტალღა" და აღარ გვექნება „შავი აგვისტო“ ან როგორიც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.