25.ივნისი .2020 11:14

„რაც თავი მახსოვს, ეს ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესის დავის საგანი იყო“ - რას ცვლის სამინისტრო?

views 479
უკან

ფინანსთა სამინისტრო ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ კვების პროდუქციაში ბუნებრივი დანაკარგები იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სასურსათო საკვები პროდუქციის ბუნებრივი დანაკარგების საკითხი, რომელიც მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის, გვარდება. ფინანსთა სამინისტრო ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც ბიზნეს სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა