მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში, ბარაკონის ეკლესიის მიმდებარედ ხიდი მოეწყობა - პროექტის ღირებულება 320 000 ლარია

63369eba410b2
ინგა მურუსიძე
30.09.22 11:42
1438
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან, ბარაკონის ეკლესიის მიმდებარედ მდ.რიონზე საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ამ ეტაპზე დასრულდა საპროექტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ბარაკონის ეკლესიის ეზოდან საფურის კლდეებამდე საფეხმავლო ხიდის მოწყობას, რომლის სიგრძეც 60 მეტრი იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 320 000 ლარს შეადგენს.

საფეხმავლო ხიდი სოფელ წესსა და სოფელ მუხლს შორის ფეხით მიმოსვლას გაამარტივებს.

ასევე იგეგმება ბარაკონის ეზოს კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია ფოტომასალასთან ერთად ეტაპობრივად გამოქვეყნდება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდზე და შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ დეტალურად.