მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში ონიდან შოვის მიმართულებით გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანებულია

5f212c86c5451
ინგა მურუსიძე
29.07.20 12:01
1128
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი გაემგზავრნენ.

როგორც bm.ge-ის გზების დეპარტამენტიდნ აცნობეს, პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.

დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება.

ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.