რაჭაში რთველი დასრულდა, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300 -მდე მევენახემ ჩააბარა; მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წელს, რაჭაში ყურძნის მოსავალი ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი კერძო კომპანია.
რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარი. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ რთველის პროცესში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.
რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბოლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებდა.
რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოურის“ დაემატა, რომლის მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი