მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო

5f2e9615439b4
სალომე მეცხვარიშვილი
08.08.20 17:20
1461
რაჭაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 40 მილიონი ლარი გამოიყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობასა და შესყიდვების სააგენტოს მიმართა, აღნიშნული სამუშაოები უტენდეროდ შეისყიდოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, 28-29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებული მდ. რიონის მიერ დაზიანებული და ჩაწყვეტილი იქნა ცენტრალური შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ნაკიეთი შოვის მონაკვეთზე მიწის ვაკისის ცალკეული სექციები, ასევე დაზიანდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგზალოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ცალკეული მონაკვეთები და შეწყდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აქვე აღნიშნულია, რომ სტიქიის შედეგად 12 სოფელთან შეწყდა საავტომობილო კომუნიკაცია, თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ სატრანსპორტო მიმოსვლა დროებით აღადგინა სოფლების უმეტეს ნაწილზე.

“კომუნიკაციის სრულყოფილი აღდგენის მიზნით საჭიროა შემოვლითი გზებისა და მდინარეებზე დროებითი სახიდე გადასასვლელების მოწყობა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე წერია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა, სავარაუდოდ, ეტაპობრივად დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში.