09.ოქტომბერი .2020 18:36

რაჭაში „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის უპრეცედენტო, 2500 ტონამდე მოსავალს ელიან - სამინისტრო

views 366
უკან

რაჭაში „რთველი 2020“ იწყება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.

"წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან. ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება"-ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე ოქტომბრიდან შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა