რაჭული სოჭი და მისგან მიღებული თესლი დაპატენტდება - ამის შესახებ BM.GE-ის გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განუცხადა. როგორც ამირგულაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული პროცედურები მიმდინარეობს და სულ ცოტა ხანში საქართველოს ადგილწარმოშობის რეგისტრაციის შემდეგ ოფიციალურად ექნება უფლება როგორც რაჭულ სოჭზე, ისე რაჭული სოჭის თესლზე.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები, მიმდინარეობს ადმინისტრაციული პროცედურები, რომ თლუღის სოჭი და თლუღის სოჭის თესლის ადგილწარმოშობის რეგისტრაციის დაპატენეტება მოხდეს. ანუ საქართველომ დააპატენტოს ადგილწარმოშობა როგორც თლუღის სოჭის თესლი. შეიძლება ქართველმაც არ იცოდეს, შეიძლება სტრასბურგის ბაზრობაზეც შეხვდეთ ქართული სოჭის თესლისგან აღმოცენებულ ნაძვს, შეიძლება სხვა სახეოებების იყოს და ზოგიერთი ასაღებდეს მყიდველს არანამდვილ, გენეტიკურად არაქართულ პროდუქტს, რომელზეც საქართველოს აქამდე არანაირი უფლება არ ჰქონდა. ადგილწარმოშობის მინიჭება ბრენდირებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ბიზნესისთვის იქნება ასევე მნიშვნელოვანი და ასევე აისახება ყველა იმ მეწარმის ჯიბეზე, რომელიც ამ საქმეშია ჩართული,“-აცხადებს გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.
როგორც ამირგულაშვილი ამბობს, წლების განმავლობაში რაჭული გირჩის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მზარდია. მისი თქმით, 2020 წლის 10 თვის მონაცემებით, უკვე დაკრეფილია 3 500 კგ რაჭული გირჩის თესლი, რომელიც ნახევარ მილიონ ლარად არის შეფასებული.
“რაჭიდან ექსპორტზე გადის რაჭული გირჩის თესლი, 2015 წელს 25 200 კილოგრამზე მეტი თესლი გავიდა ექსპორტზე, რაც 1 400 000 ლარის ღირებულების იყო. 2019 წელს ექსპორტზე 14 964 კილოგრამი თესლი გავიდა, რისი ღირებულება 1 700 000 ლარზე მეტი იყო. 2020 წლის 10 თვის მონაცემით ვიცი, რომ 3 500-ზე მეტი კილოგრამი არის უკვე მოკრეფილი, თესლის საბაზრო ღირებულება კი შეფასებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტად”, -ამბობს გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის