რადიოქალაქის პროექტის პირველი ფაზა მაისში დასრულდება. ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის სივრცეების განვითარებას „აჭარა ჯგუფი“ მომავალშიც გააგრძელებს.
„რადიოქალაქი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად საინტერესო პროექტია პირველ რიგში თავისი მდებარეობით. ამ პროექტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 11 ჰა მიწის ნაკვეთზე განათავსო სხვადასხვა მიმართულებები.ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ივენთები და უდიდესი გამოფენები, მათ შორის ავტომობილების, ტრაქტორების, რომლის შესაძლებლობა აქამდე არ იყო.
ასევე იქნება სამუშაო ადგილები, მათ შორის ყველა პირობა იქნება შექმნილი სტარტაპერებისთვის. პატარა წარმოებები იქნება, ატელიები, იქნება სპორტული მიმართულებები, არტისტების რეზიდენციები, რომლებიც უკვე აპირებენ გადავიდნენ. საუბარია ფოტოს, სამხატვრო მიმართულებებზე, მოკლედ იქნება ყველაფერი.
ჩვენ გვნდა, რომ პროექტს პირველი სიცოცხლე მივცეთ მაისში და დავინახავთ ყველა აქტიურობას, რაც იქ მოხდება, მერე თვითონ სივრცეც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ როგორი მომხმარებელი გვეყოლება.
გვგონია, რომ სასტუმროები დღესდღეობით უკვე საკმარისი რაოდენობაა და ზუსტად ესეთი მიმართულებების განვითარებას ვგეგმავთ. ჯერჯერობით კონცეფციებზე ვფიქრობთ და კონკრეტული დეტალების გაჟღერება არ შემიძლია, თუმცა ნამდვილად იქნება“ - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
მუხიანში მდებარე რადიოქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. პროექტში 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის