მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიოქალაქის ტერიტორიაზე "აჭარა ჯგუფმა" მოკვლევის სამუშაოები დაიწყო

5defa7eb3cdd5
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.19 18:40
1707

რადიოქალაქის ტერიტორიაზე „აჭარა ჯგუფმა“ მოკვლევის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა.

ჩეხერიას თქმით, კვლევა ადგილის შესწავლას მოიცავს და მისი შედეგების დასრულებისთანავე გასაჯაროვდება.

„დღეისათვის მიმდინარეობს ტერიტორიის კვლევა, სად რა განთავსდეს, სად იყოს ოფისები, სად იყოს Work Space-ები. მიმდინარეობს კონცეფციაზე მუშაობა; გვსურს, შემდეგი წლის მაისიდან პირველი ფაზა დავიწყოთ“, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.

შეგახსენებთ: თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში „აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ - „ინდუსტრიული ქალაქი“ 11 სექტემბერს გაიმარჯვა და „რადიოქალაქში“ 23 მლნ ლარი გადაიხადა. კომპანიამ მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი უნდა განახორციელოს და 4 წლის განვალობაში 8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადოს.