„რაღაც საკითხებში არის ნათელი ხედვა, რაღაც მიმართულებით სისუსტეებია“, - ამის შესახებ BM.GE-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ მთავრობის მხრიდან სტაბილური ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფაზე საუბრისას განუცხადა.
კითხვაზე - რა რჩევებს მისცემდა ბიზნესმენი მთავრობას, ანზორ ქოქოლაძემ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა გამოყო.
"ყველაზე მთავარია, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მოხდეს, მეორე - მნიშვნელოვანია სასამართალოს რეფორმირება, რადგან სასამართლოს მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი, რაც შემაფერხებელია როგორც ბიზნეს კლიმატის თვალსაზრისით, ისე ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. სასამართლოს მიმართ ნდობის გაუმჯობესება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ გაყიდვებზე პირდაპირ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსი ახდენს, რისთვისაც მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს.
„კურსის დასტაბილურებაზე და გამყარებაზე ძირითადად 4 ფაქტორი მოქმედებს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენგან დამოუკიდებელილ მიზეზების გამოც ხდება კურსის ცვალებადობა, რეგიონალურ ჭრილში. ჩვენს სამეზობლოში რა პროცესები წავა, ეგ ჩვენზე ისედაც არ არის დამოკიდებული და მოვლენების მეთვალყურე უნდა ვიყოთ. სასიხარულოა ის, რომ ჩვენს სამეზობლოში დინამიკა პოზიტიურია ანუ 2019 წელს უკეთესი ტენდენციები იყო, ვიდრე - მოლოდინი.
რაც შეეხება შიდა საკითხებს: ინვესტიციების მოზიდვა; ექსპორტის გაუმჯობესება; ფულადი გადმორიცხვები, რომლებიც ჩვენზე ნაკლებად არის დამოკიდებული და ბუნებრივი ტენდენციაა და მეოთხე - ტურისტული ნაკადის გაუმჯობესება, რაც ვთვლი, რომ მუდმივი პროცესია და ვფიქრობ, ძალიან კარგად მიგვდის საქმე ამ მიმართულებით. ამ კუთხით სწორად მიდის მთავრობა.
ამ მიმართულებებით რევოლუციური ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა მიმართულებით ევოლუციური, თანმიმდევრული გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა გვქონდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. რაღაც საკითხებში არის ნათელი ხედვა, რაღაც მიმართულებით სისუსტეებია. აი, მაგალითად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით უფრო მეტი პოტენციალი იყო და შეიძლება უფრო საინტერესო და კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ვგულისხმობ უფრო საინტერესო წინადადებების გაკეთებას; აქ უფრო მეტი პოტენციალია და არ არის დამაკმაყოფილებელი ის, რაც არის“, - აცხადებს „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?