მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაგბი ევროპამ" 15 აპრილამდე ყველა მატჩი და ტურნირი გააუქმა

5e6a8ec8c54c5
თამთა ჯიჯავაძე
12.03.20 23:52
1177
ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ 15 აპრილამდე ყველა მატჩი და ტურნირი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება. შეხვედრების გაუქმების მიზეზი კორონავირუსია.

როგორც განცხადებაში წერია „რაგბი ევროპა“ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და შესაბამისი უწყებების ინსტრუქციებს გაითვალისწინებს.

„გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრიორიტეტი არის მოთამაშეების, მწვრთნელების, ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობის დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პერიოდი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. თუ არა, ჩვენ არ ვიყოყმანებთ ჩვენი აქტივობების გადადების კუთხით“, - განაცხადა „რაგბი ევროპას“ პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ასევე გადაიდო 14 მარტს დაგეგმილი შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.