27.მარტი .2020 21:30

Ralph Lauren-ი პირბადეებისა და სამედიცინო ხალათების წარმოებას იწყებს

Ralph Lauren-ი პირბადეებისა და სამედიცინო ხალათების წარმოებას იწყებს
views 670
უკან

Ralph Lauren-ი სამედიცინო ნიღბებისა და ხალათების წარმოებას იწყებს. ამის შესახებ ინფომაციას BBC-ი ავრცელებს.

Ralph Lauren-ი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 250 000 პირბადისა და 25 000 სამედიცინო ხალათის წარმოებას აპირებს და ამ ფორმით ჩაერთვება კორონავირუსთან ბრძოლაში.

ამასთან ერთად, Ralph Lauren-ის კორპორაცია COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლისთვის 10 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამ თანხის ნაწილი მოდის ინდუსტრიის მხარდასაჭერად დაიხარჯება, ხოლო ნაწილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფონდში გადაირიცხება.

როგორც ცნობილია, Ralph Lauren-ის გარდა ერთჯერად სამედიცინო ხალათებს შეკერავს Armani-იც, ხოლო Gucci, Yves Saint Laurent, Balenciaga და LVMH-ი ევროპის სამედიცინო დაწესებულებებს პირბადით უზრუნველყოფენ.