23.მაისი .2022 15:32

რამ გამოიწვია აპრილში რუსეთიდან გზავნილების 300%-იანი ზრდა - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება

რამ გამოიწვია აპრილში რუსეთიდან გზავნილების 300%-იანი ზრდა - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტება
views 3327
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ აპრილში რუსეთიდან გაზრდილ ფულად გზავნილებს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდეს მათ შორის, ქართველების მიერ წინასწარ გადმორიცხული ფულია.

ომისა და რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციების ფონზე, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 300%-ით 133 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

“აპრილში უჩვეულო ზრდა იყო. რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 5-ჯერ გაიზრდა ადრინდელთან შედარებით. ეს მუდმივი ვერ იქნება და ამ მოცემულობას ვერ შევინარჩუნებთ. ეს იყო ერთჯერადი ხასიათის. შესაძლოა რუსეთში მცხოვრები ქართველების ნაწილი ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს და აქ ინვესტიციისთვის გარკვეული რესურსის მობილიზება მოახდინეს. ფაქტებით ამაზე ვერ ვისაუბრებთ და ეს მოსაზრებაა. ფულადი გზავნილების ასე ზრდას სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს. ეს უფრო გავს იმას, რომ რაც მომდევნო თვეებში უნდა გადმორიცხულიყო დაჩქარებულად გადმორიცხა, ამიტომ შესაძლოა მომდევნო თვეებში ამ მიმართულებით შემცირება იყოს,"-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ვრცლად: რუსეთიდან საქართველოში აპრილში $133 მლნ გადმოირიცხა - წლიური ზრდა 300%-ია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა