გასულ წელს საქართველოში საბერძნეთიდან 39.3 მლნ დოლარის მოცულობის საავიაციო ნავთობის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 724.4 ათასი დოლარი იყო. იმპორტირებული ნავთის მოცულობა საბერძნეთიდან 1.5 ათასი ტონიდან 34.4 ათას ტონამდეა გაზრდილი.
გასულ წელს საქართველოში ჯამში თითქმის 130 ათასი ტონა საავიაციო საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წელს ქვეყანაში 92.2 ათასი ტონის საწვავის იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ღირებულებას, 2022 წელს საქართველოში 144 მლნ დოლაზე მეტი ღირებულების საავიაციო ნავთი იქნა იმპორტირებული. საავიაციო საწვავის იმპორტში თურქმენეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 70,2 ათასი ტონის იმპორტი განხორციელდა, წლიური ზრდა 22%-ს შეადგენს, ხოლო ღირებულება 79.2 მლნ დოლარია. 2022 წელს საავიაციო ნავთის მთავარი იმპორტიორები საქართველოში თურქმენეთი, საბერძნეთი და თურქეთი იყვნენ.
რამ გამოიწვია საბერძნეთიდან საავიაციო ნავთის იმპორტის ასეთი ზრდა ამ კითხვით BMG-მ იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძეს მიმართა. მისი განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო გასული წლის ზაფხულში თურქმენეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც ახალი ბაზრის მოძიება გახდა აუცილებელი. ასეთი კი საბერძნეთი აღმოჩნდა, რომელიც საწვავს ნოემბრამდე აწვდიდა, თუმცა ანდღულაძის განმარტებით, ამ ეტაპზე თურქმენეთიდან იმპორტი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა სრულად აღმოფხვრილია.
“თურქმენეთში დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც საბერძნეთით ჩანაცვლება მოხდა, რადგან მათ ყველაზე კარგი პირობები შემოგვთავაზეს. ამ ეტაპზე სიტუაცია დარეგულირებულია და ისევ თურქმენეთიდან დაიწყო საწვავის მოწოდება. ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ წელს თურქმენეთიდან შემოტანილი საწვავის მოცულობა ევროპულისას კვლავ გადააჭარბებს. ეს დეფიციტი ზაფხულში დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა, რის გამოც ევროპული ნავთის მოცულობა გაიზარდა”,-ამბობს ანდღულაძე.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი