PMC კვლევითი ცენტრი სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდას რუსეთიდან და უკრაინიდან მათ იმპორტს უკავშირებს. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც სექტორის 2016-2021 წლის მაჩვენებლებს ეხება, წერია, რომ მასალებზე ფასის ზრდა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტთან.
სამშენებლო მასალებზე ქვეყნის დანახარჯების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ოდენობის რკინის, ფოლადისა და სხვა მასალების იმპორტს ახორციელებს. კვლევის თანახმად, რკინის, ფოლადისა და მათი ნაწილების იმპორტის მთლიან დანახარჯებში უკრაინის წილი 2021 წლის მონაცემებით 12%, ხოლო რუსეთის 8%-ს შეადგენდა. ამას გარდა, საქართველო რუსეთიდან და უკრაინიდან სხვა პროდუქტების იმპორტსაც ახორციელებს.
2021 წლის მონაცემებით, შუშის იმპორტის დანახარჯებში უკრაინას 4% უჭირავს, 26% კი რუსეთზე მოდის. შპალერის შემთხვევაში უკრაინის წილი 14%-ია, რუსეთის 13%. ხის და ხის მასალების შემთხვევაში კი 3% უკრაინაზე მოდის, 17% - რუსეთზე.
სამშენებლო სექტორი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ყველაზე მსხვილ ხუთ კონტრიბუტორს შორის შედის და მისი წილი 2016-2021 წლებში საშუალოდ 7.5%-ს შეადგენდა. მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილმა პიკს 2016 წელს მიაღწია, როცა ის 10.7%-მდე გაიზარდა. გასული წლის მშპ-ში 4.2 მილიარდ ლარზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, რაც 2016 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2016-2018 წლებში სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შედარებით სტაბილური იყო და წლიურად მისი საშუალო ოდენობა 176.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. FDI-ში სამშენებლო სექტორის წილმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2016-2021 წლებში მიაღწია [13.3%].
Covid-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ 2020 წელს სამშენებლო ნებართვები წლიურად 11%-ით შემცირდა. როგორც PMC წერს, ნებართვების მაჩვენებელი საკვლევ პერიოდში საკმაოდ ცვალებადი იყო. გასულ წელს 2016 წელთან შედარებით ნებართვების ოდენობა 8%-ით შემცირდა. ყველაზე მეტი ნებართვა 2016 წელს გაიცა, რომელთა რაოდენობამ 11 ათას გადააჭარბა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მშენებლობის ხარჯები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე გაძვირებული იყო, რაც გამოწვეული იყო პანდემიის გამო მიწოდების ჯაჭვების რღვევით. შედეგად 2021 წლის მეოთხე კვარტალში ხარჯები წლიურად 14%-ით გაიზარდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კი სამშენებლო მასალების ფასები, რომლებიც პანდემიის გავლენით ისედაც გაზრდილი იყო, 2022 წლის პირველ კვარტალში კიდევ გაიზარდა. ხოლო მაისში წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით კი ზრდა 50%-ს აჭარბებს. PMC ცენტრი წერს, რომ მშენებლობის სექტორში ფასის ზრდა დაკავშირებულია სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდით, რასაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ფასების ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად ფასების ზრდისა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით სამშენებლოს სექტორში გაყიდვები გაიზარდა. BAG-ის ინდექსის თანახმად, სამშენებლო კომპანიები 64% გაყიდვების ზრდას მესამე კვარტალშიც ელის. “შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს ომის გამო მიგრანტების მხრიდან უძრავ ქონებაზე მზარდი მოთხოვნით”,-წერია კვლევაში.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, გასულ წელს მათი რაოდენობა 60.3 ათასი იყო, 2017 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 76 ათას აჭარბებდა. რაც შეეხება სექტორში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას, აქ პიკი 1972 ლარი 2021 წელს იყო. ჯამში საკვლევ პერიოდში [2016-2021 წლები] საშუალო თვიური ანაზღაურება საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი