მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა - ამირან გამყრელიძე

5f5f4b7eb2f69
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.20 14:58
1231
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო და ეს მობილობის ზრდით აიხსნება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

„ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გვაქვს, პროგნოზირებადი იყო, რადგან ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, განსაკუთრებით აგვისტოში. პროგნოზირებადი იყო ისიც, რომ ინფიცირების რაოდენობის მატება მოხდებოდა აჭარის რეგიონში, რადგან ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა კონცენტრირებული იყო ბათუმსა და ზოგადად, აჭარაში“, - განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ სთხოვა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმ წესების დაცვა, რომელიც  ამ ვირუსთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტურია.

„სამწუხაროდ, მოვეშვით და არ ვიცავთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, ეს ეხება პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას და ხელების დაბანას.  მესმის, თავი მოგაწყინეთ, მაგრამ სხვა უფრო ღირებული ინტერვენცია კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.