საქსტატის წინასწარი შეფასებით სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა - ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა.
კითხვაზე თუ რა სექტორებში არსებულმა ზრდამ განაპირობა ეს შედეგი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ბრუნვის მატება შეინიშნება. კლება კი სექტორების მცირე ნაწილში, დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში დაფიქსირდა.
საქსტატის თანახმად, სექტემბერში ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 11.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.5%-ით მეტია.
"ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო სახმელეთო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვებთან. ზრდის ტენდენციები ასევე შეინიშნებოდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სექტორში განხორციელებული მომსახურების ზრდასთან და პროგრამული პროდუქტების შემუშავებასთან. მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო, როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების მშენებლობასთან და სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან. გაზრდილია ასევე სამშენებლო პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობაც. 2022 წლის 9 თვეში 9%-ით გაიზარდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა და დაახლოებით 8%-ით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა. ზრდის ტენდენციაა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან. სექტემბერში დაახლოებით 560 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა ქვეყანაში, რაც წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ ინდუსტრიასთან, თუმცა ამასთანავე გაზრდილია სასმელებისა და ქიმიური მრეწველობის სექტორების მაჩვენებლებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-ით გაიზარდა სილიკონმანგანუმის ექსპორტის მოცულობა, ძირითადად აშშ-ის მიმართულებით.
კლება გამოვლინდა ორ სფეროში. უძრავი ქონების მიმართულებით კლების მიზეზი იყო არასაცხოვრებელი ობიექტების იჯარით გაცემისა და მართვის საქმიანობებთან, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სფეროში კლების მიზეზად გვევლინება სხვადასხვა სახის საკონსულტაციო საქმიანობების მათ შორის ბიზნესის და მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებული საკონსულტაციო საქმიანობების მოცულობის შემცირება,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი